7 მაისი, 2020

გიორგი პაპკიაურის სამართლიანი გულისტკივილი

გიორგი პაპკიაურის სამართლიანი გულისტკივილიმომღერალი და მხატვარი გიორგი პაპკიაური სრულიად სამართლიან გულისტკივილს გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს პერიოდში ხელოვანი ხალხი არავის ახსენდება:

“ხშირად იწონებთ თავს იმით, რომ ხელოვანი ერი ვართ. საუკეთესოდ ვმღერით… მსოფლიოში ყველაზე მაგარი ცეკვა ჩვენია… ფიროსმანი ქართველი იყო… “ყვითელი ფოთლები” ქართველმა დაწერა… “ვეფხისტყაოსანი” ქართულია… ხშირად დახმარებია ხელოვნება ქვეყანას! ტურიზმის განვითარებაში, სახელის მოხვეჭაში, სიღარიბის დაძლევაში და პოლიტიკური ხანძრის ჩაქრობაშიც კი!!!! მაგრამ….

დღეს ვინმეს ვახსენდებით ხელოვანი ადამიანები?! ვინმემ იკითხა ჩვენი გასაჭირი?! ვინმემ გაიაზრა ჩვენი პრობლემები?! ვინმემ გამოგვიწოდა დახმარების ხელი?! არა!!!! როცა მოლხენა გინდათ გახსენდებით! მატრაკვეცობა გინდათ, გახსენდებით! არჩევნებია, გახსენდებით!

რატომ არ გახსენდებით ახლა, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს?!

მხატვარი თვითდასაქმებულია! პოეტი თვითდასაქმებულია! მოცეკვავე თვითდასაქმებულია! მუსიკოსების 90% თვითდასაქმებულია! რატომ არ ფიქრობთ ახლა ჩვენზე?! აუცილებელია ვიყვიროთ რომ გვიჭირს?!

თქვენი ამოჩემებული რამოდენიმე ხელოვანი არ ქმნის ისტორიას! არავინ იცის ბოლოს ვინ დატოვებს კვალს და ვინ ასახელებს ქვეყანას!! არავინ იცის ვინ დარჩება თაობებს!!!

უნდა მორჩეს ეს ანგარებიანი დამოკიდებულება და ყურადღება მიაქციოთ ხელოვნებას!!! ხელოვნებას პოლიტიკის გარეშე!!!!”