27 მაისი, 2020

გია ფერაძე ნიაზ დიასამიძეზე

ნიაზ დიასამიძის წინასწარმეტყველური ისტორიამსახიობმა გია ფერაძემ თბილისის კოლორიტს ნიაზ დიასამიძეს თბილისის ტკივილების ზურგით მატარებელი უწოდა და ლექსიც მიუძღვნა:

“მთვრალია თუ “პახმელია”,
ქუჩა-ქუჩა ივლის ის,
უფლება აქვს, რადგან იგი
პირმშო გახლავთ თბილისის!
აღარ არის, მაგრამ სული
ჩვენში ივლის, ივლის ის,
აღიარეს შაყირების
პრეზიდენტად თბილისის!
ღამით, დღისით, შუადღისას,
ბახუსის ქვეშ ივლის ის,
უფლება აქვს, მას ტკივილი
ზურგზე აწევს თბილისის!
ფხიზელიც რომ ყოფილიყო,
მაინც მთვრალი ივლის ის.
გაუმარჯოს, სადაც არის,
ნიაზს, ზღაპარს თბილისის!
ღმერთო, ღმერთო! მისი სული
სად დაფრინავს, ვინ იცის!
ალბათ სადმე წყნარ დუქანში,
ძველ უბანში თბილისის!
წავიდა და ყველას გვჯერა,
სამოთხეშიც ივლის ის,
საფლავზე კი ბოთლი დევს და
ერთი ჭიქა ღვინისთვის.
აწიე და შენდობა თქვი,
ჩვენი შვილის თბილისის,
მის ჯამს წვეთს რომ მიუმატებ,
იქ ამაყად ივლის ის!”