18 მაისი, 2020

არაჩვეულებრივი ინიციატივა ოთარ და თამაზ ჭილაძეებზე

არაჩვეულებრივი ინიციატივა ოთარ და თამაზ ჭილაძეებზეძმების ოთარ და თამაზ ჭილაძეების შემოქმედების მოყვარულებს არაჩვეულებრივი შანსი ეძლევათ მათი წიგნები მოიგონ.

28 მაისს, გვერდი “ხილიანზე, ჭილაძეებთან” ერთი წლის ხდება, რის აღსანიშნადაც ჩატარდება წერილების კონკურსი.

ჩატარდება ორი დამოუკიდებელი კონკურსი: ,,წერილი თამაზ ჭილაძეს” და ,,წერილი ოთარ ჭილაძეს”.

საუკეთესო წერილის ავტორს გადაეცემა ნებისმიერი სამი წიგნი ძმების შემოქმედებიდან, რომელსაც შეარჩევს საკუთარი სურვილით.

თითოეულ კონკურსში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

წერილი უნდა იყოს მაქსიმუმ სამი გვერდი, PDF ფორმატში.

გაგზავნა შესაძლებელია ელ ფოსტაზე: lado.managadze@yahoo.com – 31 მაისის ჩათვლით.

აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

გამარჯვებული გამოვლინდება და გადაეცემა წიგნები (წინასწარი შეთანხმებთ) არაუგვინეს 30 ივნისამდე, ძმების სახლში ხილიანზე, ჭილაძეებთან.