25 მაისი, 2020

ანტონ ბალანჩივაძის იდეა თბილისს

ანტონ ბალანჩივაძის არაჩვეულებრივი იდეამხატვარი ანტონ ბალანჩივაძე ფართო საზოგადოებას თავის არაჩვეულებრივ იდეას აცნობს, რომელზეც 10 წელია მუშაობს:

“მინდა წარმოგიდგინოთ პროექტი “ევრაზიის თაღი”, რომელზეც 10 წელია ვფიქრობ და ვმუშაობ. ამავდროულად ვიდეო მიმართვის მეორე, დასკვნითი ნაწილი.

მჯერა, ამ პროექტის ხარჯზე ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება ძლიერი ბიძგი მიიღოს განვითარებისთვის, ახალი პერსპექტივა – ყველა დარგში და სფეროში, იქნება ეს სულიერი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური. მჯერა მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის და მისი შესაბამისობის საქართველოს ისტორიულ, გეოგრაფიულ და სულიერ მისიასთან.

დღეს მისი საჯაროდ გამოტანა გადავწყვიტე. თუნდაც ამგვარი, დაუსრულებელი სახით, – რადგან ამ ეტაპზე, სპონსორებისა და კეთილი ნების ადამიანთა ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი ხდება მისი სამომავლო განვითარება.

როგორი რთულიც არ უნდა მოეჩვენოს განსახორციელებლად ეს ვინმეს – მთავარი და გადამწყვეტი იქნება – მიიღებს თუ არა მას დღეს საზოგადოება.

…თაღის სილუეტი, რომელსაც იხილავთ ვიდეოში 2011 წელს შეიქმნა. მას თავისი ისტორია აქვს. ეს ფორმა შემთხვევითი არაა. ამიტომ ამ ჩანაწერის დამატებითი მიზანი ისიცაა, რომ ერთგვარად “დაპატენტდეს” ზუსტად ეს კონკრეტული ფორმა – იდეასთან კავშირში…

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დახარჯავს დროს ჩანაწერის სანახავად.”