19 მაისი, 2020

ანიტა რაჭველიშვილმა ხელოვანები გაანაწყენა

ანიტა რაჭველიშვილმა ხელოვანები გაანაწყენაოპერის მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის წინააღმდეგ ხელოვანები გაერთიანდნენ. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ანიტას გამოსვლა ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც საუკეთესო ორკესტრად ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიფონიური ორკესტრი დაასახელა, დანარჩენი ორკესტრების დონეს კი სამარცხვინო უწოდა.

დირიჟორებმა და მუსიკოსებმა ანიტას სატელევიზიო გამოსვლა იწყინეს და მის განცხადებას უხერხული უწოდეს.

თავად ოპერის მომღერალმა კი განმარტა:

“სიმართლე მწარე და საწყენია, მეგობრებო, და ყოველთვის საწყენი იქნება! გავიმეორებ და ვიტყვი, რომ კრიტიკა ჭკვიან ადამიანს მოსწონს მარტო.

სხვათაშორის, სიმფონიური ორკესტრები გავაკრიტიკე და რატომღაც ყველა დანარჩენმაც საკუთარ თავზე მიიღო. მე არ გამიკრიტიკებია არც კონსერვატორია და არც მისი მოსწავლე-პედაგოგები, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე მიუღიათ….

კაცია და გუნება…”

https://www.facebook.com/tamuna.chotiridze/videos/3301914376534559/