17 აპრილი, 2020

ზურა პირველი დაწყევლეს

ზურა პირველი დაწყევლესმსახიობი ზურა პირველი დაწყევლეს. მას შემდეგ, რაც ხელოვანმა განაცხადა, ქრისტე მიყვარს და ქრისტიანობა არაო,  მას სიკვდილი უსურვეს:

“ასე მგონია, რაღაც იაფფასიან უგემოვნებო ჰორორს ვკითხულობ:

1. სახარებაში წერია, ჭეშმარიტი ლოცვა დაფარულშიაო და ესენი ხალხს ეუბნებიან, ვინც არ მოვა ეკლესიაში ღმერთს უღალატებსო…

(მათეს სახარება. თავი მეექვსე. …შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად).

2. მიტროპოლიტი ქადაგებაში ამბობს, რომ დროა, მოხუცები მოკვდნენო…

3. სახელმწიფო ეკლესიას დაუმორჩილებლობის მიუხედავად კამათსაც ვერ უბედავს, პირიქით საჩუქრებს ჩუქნის…

4. ხალხი იხოცება ვირუსისგან და მასონებს აბრალებენ…

5. მე ვთქვი, ქრისტე მიყვარს და ქრისტიანობა არა მეთქი და ბრბომ მწყევლა, სიკვდილი მისურვა, მშობლები, ჯიში და ჯილაგი მაგინა, მახინჯი ხარო, ტ…ის მიცემა გინდა, ქრისტიანობა ხელს გიშლის და იმიტომ ამბობ უარსო – მოკლედ ყველაფერი, რასაც ქრისტე გეუბნება, არ გააკეთოო, გააკეთეს ქრისტეს სახელით.”