11 აპრილი, 2020

ზუკა პაპუაშვილი გია ყანჩელზე

ზუკა პაპუაშვილი გია ყანჩელზერუსთაველის თეატრის მსახიობი ზუკა პაპუაშვილი კომპოზიტორ გია ყანჩელთან დაკავშირებით მისთვის უმნიშვნელოვანეს ამბავს იხსენებს:

“პრემიერამდე დარჩენილია 5 დღე, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი შეუძლოდ გახდა.

მოკლედ, შემათრიეს მე (მისი როლი იყო), 5 დღეში რა მოხდა, როგორ, არ მახსოვს. ერთი მახსოვს – როცა დაიწყო სპექტაკლი, ტექსტს მკარნახობდნენ სტურუა და ყანჩელი.

როცა მორჩა, მსახიობთა ფოიეში დავწექი, სუნთქვას ვეღარ ვიღებდი. გია შემოვიდა, ძალიან წყნარად წამოწვა და მითხრა – დომინანტ სეფტაკორდ როგორ ხარო… მაესტრო, მენატრები!”