20 აპრილი, 2020

უმცროსი ამირან შალიკაშვილის სამაგალითო გადაწყვეტილება

უმცროსი ამირან შალიკაშვილის სამაგალითო გადაწყვეტილებაამირან შალიკაშვილის სახელობის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უმცროსი ამირან შალიკაშვილი სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კოვიდ-19-ის ფონდში გადარიცხავს:

“დიდი მადლობა ქალაქ თბილისის მერიას იმისათვის რომ თეატრში არ შეჩერებულა ხელფასები. ეს ფაქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი თანამშრომლებისთვის!

ჩვენ საპასუხოდ, მაქსიმალურად ვეცდებით, პრემიერები ვაჩუქოთ ქვეყანას როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა. მანამდე ჩვენს ფესბუქ-გვერდზე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვიდეო კოლაჟებს ლაივ პრემიერებს და ბევრ სიახლეებს.”

უმცროს ამირან შალიკაშვილს არაერთი განცხადება გაუკეთებია, რომ შალიკაშვილმა თეატრი ქვეყანას აჩუქა თავისი დიდი სიმდიდრით, სიმდიდრე ის უნიკალური ქართული პანტომიმის სკოლაა და სპექტაკლები, როგორიცაა “ფიროსმანი მეფე”, “ტრილოგია”, “სტუმარ-მასპინძელი”, “ვეფხისტყაოსანი” და ა.შ.

“ქართული პანტომიმის თეატრი ქვეყნის სიმდიდრეა და ზუსტად დღეს, როდესაც ქვეყანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობაშია თეატრი მაყურებელს და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს რითაც შეუძლია. დავდგეთ ერთად და გამოვიყვანოთ საქართველო ამ უმძიმესი მდგომარეობიდან! დღეს ყოველი ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ღვთის წყალობით ჩვენ ერთად ყველაფერს გადავლახავთ! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!”

უმცროსი ამირან შალიკაშვილის ინიციატივა კი ნამდვილად მისაბაძია!

უმცროსი ამირან შალიკაშვილის სამაგალითო გადაწყვეტილება