17 აპრილი, 2020

წითელ პარასკევს წასაკითხი

წითელ პარასკევს წასაკითხიწითელ პარასკევს სხვადასხვანაირად აღიქვამენ ადამიანები. ყველაზე მტკივნეულ დღეს პოეტი ლაშა მარგიანი ასე ეხმიანება:

“მიდიოდა,
თავჩაღუნული ღმერთი
და
არავინ ჰყავდა,
ვინც ხელს გადახვევდა მხარზე.

მიდიოდა,
მხრებჩამოშვებული ღმერთი
და
არავინ ჰყავდა,
ვინც დაუძახებდა ზურგიდან.

მიდიოდა,
თხლადჩაცმული ღმერთი
და
არავინ ჰყავდა,
ვინც მოახურავდა ქურთუკს.

მიდიოდა,
მთვრალი ღმერთი
და
არავინ ჰყავდა,
ვინც მიაცილებდა სახლამდე.

მიდიოდა,
ავადმყოფი ღმერთი
და
არავინ ჰყავდა,
ვინც ამოახველებდა მის მაგივრად.

მიდიოდა,
გულგატეხილი ღმერთი
და
არავინ ჰყავდა,
ვინც გაუმთელებდა ჭრილობას.

მიდიოდა,
უცოდველი ღმერთი
და
ყველა ჰყავდა,
ვინც ცოდვას აკიდებდა ჯვარზე.”