13 აპრილი, 2020

სერგო ზაქარიაძე გიორგი შავგულიძეზე

სერგო ზაქარიაძე გიორგი შავგულიძეზექართული კინოსა და თეატრის ორი ლეგენდა სერგო ზაქარიაძე და გიორგი შავგულიძე ერთ თეატრში მუშაობდნენ. მარჯანიშვილის თეატრში მათ მიერ განსახიერებულ როლებს ათასობით მაყურებელი მოუყვანია აღფრთოვანებაში.

ცნობილი ფაქტია, რომ გიორგი შავგულიძე კოტე მარჯანიშვილმა აღმოაჩინა და მასში უდიდესი სამსახიობო პოტენციალი დაინახა. სწორედ კოტე მარჯანიშვილის თხოვნით ასწავლა ლადო გუდაიშვილმა გიორგი შავგულიძეს ცეკვა. მხატვარი მსახიობს კინტაურს კი არ ასწავლიდა, არამედ საკუთარი ესთეტიკით დანახულ კინტოს წარმოაჩენდა. მხატვრის მიერ დახატული კინტოები ცალი მხრით აწეული, სხვანაირი დოინჯით, არაჩვეულებრივი თითებით, წელგამოყვანილები არიან.

სერგო ზაქარიაძე გიორგი შავგულიძეს ასე იხსენებდა:

„ჟორჟიკას დგომა, სიარული, ცეკვა, პლასტიურობა დანახული ხასიათში – ამ მხრივ უპირველესობა ქართულ სცენაზე მას ეკუთვნის.

ერთ დღეს, პიესა „არსენას” რეპეტიციის დროს მარჯანიშვილმა უთხრა ეცეკვა და თან გუდიაშვილს დაავალა ესწავლებინა „კინტაური”.

მარჯანიშვილმა უბიძგა, მოუძებნა გზა მის შემოქმედებას და პლასტიურად განავითარა. „გუდიაშვილის ცეკვამ” ასაზრდოვა ჟორჟიკა მთელ მის შემოქმედებით გზაზე.

მას აქვს გასაოცარი ნიჭი და უნარი სახის პლასტიურად დანახვისა და შემოქმედებაში ეს გახდა მისი მთავარი იარაღი.”