2 აპრილი, 2020

,,რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს”

,,რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს"რელიგია და მეცნიერება რომ სრულიად არ გამორიცხავს ერთმანეთს, ამის შესახებ კვანტური თეორიის დამფუძნებელი, გერმანელი ფიზიკოსი მაქს პლანკი ჯერ კიდევ წინა საუკუნეში წერდა.

დრამატურგი მანანა დოიაშვილი ძალიან საინტერესოდ ეხმაურება ინფექციურის ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განცხადებას ტაძარში სიარულთან დაკავშირებით:

“რატომაა მარინა ეზუგბაია მორწმუნე? და რატომ მიდის ლიტურგიაზე?
და ამაზე სერიოზულად მსჯელობენ ე.წ. მოაზროვნეები?!.
ამათთვისაც გეკითხათ და მერე ყველანი ერთად ჩაგექოლათ!

არტურ კომპტონი – ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი:
„რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა.
ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა.
სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: ყველაფრის საწყისი ღმერთია!”

ანდრე მარი ამპერი – ფრანგი ფიზიკოსი:
„სწორედ ბუნებაში შეგვიძლია დავინახოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“.

კოში – ფრანგი მათემატიკოსი:
,,მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესო ქრისტე – არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ – ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს;
როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს…
ყველაფერ ამაში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა ,როგორც მეცნიერს.
პირიქით…”

ანტუან ბეკერელი – ფიზიკოსი, ინჟინერი, ნობელიანტი:
,,სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“.

ტომსონი – ფიზიკოსი:
,,ნუ გეშინიათ თავისუფლად აზროვნებისა!
თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ,
მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან,
რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია,
და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი,
პირიქით, მისი თანაშემწეა“.

ვილიამ რემზი – ფიზიკოსი, ქიმიკოსი:
,,ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“.

გალილეო გალილეი – იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი:
„ბუნებრივ მოვლენებში ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს, ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“.

ჩარლზ ლაიელი – ინგლისელი ბუნებისმეტყველი, ვულკანოლოგი:
,,რა მიმართულებითაც არ უნდა წავიყვანოთ გამოკვლევები, ყველგან ვაწყდებით უმაღლესი შემოქმედი გონისა და ღმრთის ბრძნული ჩანაფიქრის მოქმედების უტყუარ საბუთებს ბუნებაში“.

მაქს პლანკი – კვანტური თეორიის დამფუძნებელი, ნობელიანტი:
,,რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს;
პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს..”

ლუი პასტერი – მიკრობიოლოგიის მამამთავარი:
,,ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე.
რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით.
ლაბორატორიაში მუშაობისას, ყოველთვის ვლოცულობ!
და რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას,
მით უფრო მორწმუნე ვხდები.“

და უამრავი სხვა…”