26 აპრილი, 2020

ქურდობის კლასიკური მაგალითი თინათინ მღვდლიაშვილისგან

ქურდობის კლასიკური მაგალითი თინათინ მღვდლიაშვილისგანპოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა საჯაროდ ამხილა ქურდობის, პლაგიატობისა და თავხედობის სანიმუშო მაგალითი:

“ამ ნაძირალას მიერ დასახიჩრებული ჩემი საუკეთესო ლექსი ,,ვაინახები”!. ხელებს წავამტვრევდი ძირში ამ თავხედს, ამ ქურდს! ლექსი ვითომ ,,გააქართულა”, ვითომ ჩემზე მაგარი პატრიოტია, ჩემზე მაგარი ქართველია!

გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ამ ქურდბაცაცას გვერდი! უნდა მოვთხოვო პასუხი! თან ლექსი დაუმახინჯებია, თან ქებას იფერებს, თან ,,სპორტსმენია”!.. რა არის ეს?!.. გიჟპოეტები და ვირთხები ვერ მოვიშორე! პლაგიატი ამხილა ეკა შეთეკაურმა!..

იხილეთ ქურდობის კლასიკური მაგალითი

MMA Georgia

“…თუკი ამაღამ ქართლის ცაზე მეხი იელვებს,
რა მოასვენებთ ბებერ ლომებს – კავკასიელებს!..
…ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!.
ო, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!..
ო, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში,
რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?!
რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?!
რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?!
…და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი,
თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი…
…თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს
და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს
და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში,
რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!..
…თოვს უსაშველოდ… მზემ მოხატა თეთრი კამეა…
თეთრი ღამეა… უსაშველოდ თეთრი ღამეა…
საქართველოში, ალბათ, ათოვთ ქართველ არწივებს, –
რა დამაძინებს!..”

აქვე გთავაზობთ ჩემი ლექსის ორიგინალს

ვაინახები

“უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა…
იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა, თეთრი ღამეა…
თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს,
რა დააძინებთ!..
თოვს და ფითრდება პეიზაჟი ნავენახევი…
თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები…
და, თუ ამაღამ, გროზნოს ცაზე მეხი იელვებს,
რა მოასვენებთ ბებერ ლომებს – კავკასიელებს!..
ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!.
ო, რომ შემეძლოს საქართველოს ავამხედრებდი!..
ო, რომ შემეძლოს ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში,
რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?!.
რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?!.
რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?!.
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი,
იბერიული სიმამაცით გავაოცებდი…
დავარისხებდი დედოზარებს ქართლთან, კახეთთან
და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!..
შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს,
დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს…
ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს,
სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავსასიელებს!..
და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი,
თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი…
ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს
და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!..
თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს
და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს,
და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში,
რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!..
მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი,
საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი,
დავისვენებდი!..
თოვს უსაშველოდ…მზემ მოხატა თეთრი კამეა…
თეთრი ღამეა…უსაშველოდ თეთრი ღამეა…
იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს,
რა დამაძინებს!..”