1 აპრილი, 2020

ნუცა ბუზალაძის კიდევ ერთი წარმატება

ნუცა ბუზალაძის კიდევ ერთი წარმატებამომღერალმა ნუცა ბუზალაძემ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. მან სონისთან თანამშრომლობა დაიწყო და მისი პირველი სინგლიც გამოიცა.

სპეციალურად ნუცასთვის დაიწერა სიმღერა “Девочка хотела любить”, რომელიც მუსიკალურ ათეულებში წამყვან პოზიციებზეა:

“სონისთან პირველი შემოქმედებითი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს კარიერაში, ასეთი თანამშრომლობა ჩემთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო.

განსაკუთრებული მადლობა სერგეი ლაზარევს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩემთვის.

ყველა ძალიან მიყვარხართ და მჯერა, რომ ჩემს ახალ სიმღერას სიამოვნებით მოისმენთ.”