8 აპრილი, 2020

ნინო რამიშვილის ისტორია “ვერის უბნის მელოდიებში”

ნინო რამიშვილის ისტორია "ვერის უბნის მელოდიებში"ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ თავის ერთ-ერთ ფილმში “ვერის უბნის მელოდიები” ნინო რამიშვილის და მისი დის – თამარას ნამდვილი ისტორია გამოიყენა.

როდესაც ნინო რამიშვილის ოჯახი საცხოვრებლად ბაქოდან თბილისში გადმოვიდა, ისინი მშობლებმა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ მარია პერინის საბალეტო სკოლაში მიიყვანეს.

ნინო და თამარი ძალიან ნიჭიერები აღმოჩნდნენ და კარგადაც ცეკვავდნენ, თუმცა დედას აღარ ჰქონდა ფინანსური საშუალება თავისი ორი ქალიშვილი ფასიან სტუდიაში ეტარებინა, ამიტომ გოგონები სახლში დატოვა.

მარია პერინი თვითონ მივიდა რამიშვილების ოჯახში და გოგონების დედას უთხრა, არ მინდა თქვენი ფული, ოღონდ ამ ორმა გოგომ სტუდიაში იაროს და ცეკვას უფასოდ შევასწავლიო.