მსოფლიოს ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა მონიკა ბელუჩიმ ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის სამოსი მოირგო და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ლამაზმანმა ჰარპერს ბაზარის ყაზახეთის გამოცემის ახალი ნომრის ყდისთვის დაგეგმილ გადაღებებზე იპოზიორა.
ჰარპერს ბაზარის ყაზახეთის გამოცემის ახალი ყდა უკვე მზად არის და ინტერნეტშიც გავრცელდა. ქეთი ჩხიკვაძის სამოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა.