26 აპრილი, 2020

მიშო სულუხიას პროტესტი

მიშო სულუხიას პროტესტიმომღერალი მიშო სულუხია აპროტესტებს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, სადაც კულტურასა და ხელოვნებაზე არაფერია ნათქვამი:

“მიმდინარეობს დროის წელვა ქვეყანაში. შესაძლოა მე მქონდეს მოვლენების სწრაფად აღქმის და შემდეგ ეტაპზე გადასვლის უცხო ნიჭი, მაგრამ აშკარად ასეა.

ტელევიზიები: უბრალოდ რა მოიფიქრონ აღარ იციან. ამოიწურა ფანტაიზია ერთი და იგივეს ტკეპნით თუ ტექსტუალურად და თუ ვიზუალურად.

ექიმები: უკვე ზრდილობის და პასუხისმგებლობის გამო აკეთებენ განმარტებას, ყველა რეკომენდაცია და მითითება გაჟღერებულია დედამიწაზეც და საქართველოშიც და პაციენტების მენსტრუალური ციკლი მართლა არ გვაინტერესებს ზოგიერთი ჟურნალისტის გასაგონად.

მთავრობა: ეხლა რო დადე ანტიკრიზისული გეგმა, როცა ქვეყანაში სულ რამოდენიმე კაციღა დარჩა გამოსაჯანმრთელებელი და ვერც ერთ გეგმაში ვერ მოვყევი ვერც მე და ვერც ჩემს ირგვლივ ვერც ერთი ნაცნობი, რა მაფიაა?

შენ შვედეთო გაგახარებს ალაჰი შენს მაცხოვრებელს ხელკეტებით ცემა რომ არ ჭირდება დისტანციისა და წესრიგის დასაცავად… ვაახ ტრა.ში ვართ…

საერთოდ არაფერია ნათქვამი სეგმენტზე, რომელთათვისაც პირდაპირ ხალხმრავალი ან საზოგადოების თავ შეყრის ეპიცენტრებია სამუშაო არეალი. და რომელიც პირველი აიკრძალა ქვეყანაში, თან გაურკვეველი დროით, ყველაფერი რომც აღდგეს საკონცერტო განწყობა და განწყობას რომ თავი დავანებოთ, მისი პრაქტიკაში მოყვანა როდის გახდება შესაძლებელი არავინ იცის.

არ დაგვავიწყდეს რომ ხელოვნებამ და კულტურამ გადაატანინა მისი ზურგით მთელს ქვეყანას ყველაზე კრიზისული მომენტები. კულტურა აძლიერებდა და ქმნიდა ოპტიმიზმის ნაპერწკლებს ადამიანების თვალებში და იწვევდა შესაძლოა დროებითს, მაგრამ მაინც ბედნიერების ღიმილს… და ამ ადამიანებს ისევე ქვეყნის ეკონომიკის გამო არასდროს ქონიათ შესაფერისი ფინანსური დაფასება. აქედან გამომდინარე მათ არც ამ მომენტისთვის გააჩნიათ დანაზოგები და ის რესურსები, რომლითაც თავს გადაირჩენენ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამიტომ დროა ქვეყნის ეკონომიკამ ამ ეპოქაში მაინც შეძლოს და მკვეთრი მხარდაჭერა მოახდინოს ამ ადამიანების რადგან ქვეყანაში არ ვიხილოთ გამათხოვრებული, მშიერი, გაზ და შუქ გამორთული და მარტოდ დარჩენილი ხელოვანი ადამიანები…”