27 აპრილი, 2020

მესხეთის თეატრის თხოვნა

მეხსეთის თეატრის თხოვნამესხეთის თეატრის დასი კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს:

“მესხეთის თეატრის დასის წევრები ვთვლით, რომ ჩვენი თეატრი წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურება რეგიონის ერთგულ მაყურებელს.

გვქონია და გვაქვს წარმატებული სეზონები თავისი არაჩვეულებრივი, მრავალფეროვანი და მრავალ ფესტივალებში გამარჯვებული სპექტაკლებით. მიუხედავად იმისა, რომ მთელს საქართველოში ყველაზე დაბალი დაფინანსება გვაქვს, ვმუშაობთ თავდაუზოგავად. სხვა რომ არაფერი ვთქვათ თეატრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ამ რეგიონში.

შეუძლებელია დღეს ამ ხელფასებით არსებობა. ადგილობრივი ხელისუფლება: ქალაქ ახალციხის მერია და სამხარეო ადმინისტრაცია, მაქსიმალურად დაგვიდგა გვერდში და გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ თანამშრომლებს აგვეღო დამატებითი ანაზღაურება, რომელიც თვეების განმავლობაში გახდა ჩვენი საარსებო წყარო და იქცა შემდეგი შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულად.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აპრილის თვეში ვერ გაიცა ეს დანამატები, რადგან სახელწოდება ,,დანამატი“ არასათანადოდ ჟღერს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვკარგვთ ამ შემწეობას.

მესხეთის თეატრის დასის სახელით გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ შესაბამის უწყებასთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ჩვენი პრობლემა და ამ, ეგრედწოდებულ ,,დანამატ“-ს დაერქვას იგივე ხელფასი, რომ მომავალშიც არ დავდგეთ მსგავსი პრობლემის წინაშე.

მესხეთის თეატრი და მისი დასი მაქსიმალურად შეეცდება კვლავაც დავაკმაყოფილოთ ჩვენი მაყურებლის მოთხოვნილებები.”