16 აპრილი, 2020

გიორგი კეკელიძე – “ეს სიკვდილის ხმაა!”

გიორგი კეკელიძე - "ეს სიკვდილის ხმაა!"მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე გვარწმუნებს, რომ საქართველოში იტალია კი არ განმეორდება, არამედ იქნება ბევრად უარესი:

“მეგობრებო, გარწმუნებთ: იტალია არ განმეორდება!

არამედ იქნება ბევრად უარესი!

რას გაშინებთ და იმას გაშინებთ, რომ იტალიას ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა აქვს, ათასობით ქართველს ინახავს დღემდე და ის ქართველები აქეთ ინახავენ ასიათასს.

ჯერ კიდევ არის დრო!

დაფიქრდი და დარჩი სახლში!

მე მოხალისედ ვმუშაობ და ყოველდღე ვხედავ – ქუჩებში, უბნებში, მრევლს თუ ერს, ეს ამბავი სხვა ოთახიდან გამოსული ფილმის ხმა ჰგონია. არადა, ეს სიკვდილის ხმაა და თუ წავუყრუებთ, ძალიან, ძალიან ახლოდან გავიგონებთ!

გახსოვდეთ სიცოცხლე – თქვენიც და სხვისიც!”