2 აპრილი, 2020

ენტონი ჰოპკინსი – გენია აუტისტური სპექტრით

ენტონი ჰოპკინსი - გენია აუტისტური სპექტრით2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ აუტიზმი მსოფლიოს არაერთ ცნობილ ვარსკვლავს აქვს. მათ შორისაა მსახიობი სერ ენტონი ჰოპკინსი.

მრავალმხრივ ნიჭიერ ხელოვანს ასპერგერის სინდრომი აქვს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასპერგერი დამოუკიდებელი დაავადებაა და არაფერი აქვს საერთო აუტიზმთან, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ის აუტიზმისგან არაფრით განსხვავდება.

ენტონი ჰოპკინსი არ მალავს, რომ სხვებისგან განსხვავებულია და ეს არაფერში უშლის ხელს:

“ბევრი ადამიანი, რომელსაც ასპერგერი აქვს, დანარჩენი ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებიან. უბრალოდ, ისინი არათანმიმდევრულნი არიან. დიახ, მე სხვებისგან განსხვავებული ვარ. მიყვარს წიგნებისა და ფილმების პერსონაჟების ანალიზი და მათ ქმედებებს ხშირად მათთან ერთად განვიცდი.”

ხელოვნება ენტონი ჰოპკინსის ცხოვრებაში ბავშვობიდან შემოიჭრა. სანამ მსახიობი გახდებოდა, ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა და ნაწარმოებებსაც წერდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ მსახიობის მიერ 50 წლის წინ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებს – ვალსს, რომელსაც ფართო საზოგადოებისგან საგულდაგულოდ მალავდა. მუსიკალური კომპოზიციის გამოქვეყნება ენტონი ჰოპკინსს დირიჟორმა და მევიოლინემ ანდრე რეიმ გადააწყვეტინა.