3 აპრილი, 2020

დათო არჩვაძის სუპერ აქტუალური სიმღერა

დათო არჩვაძის სუპერ აქტუალური სიმღერამომღერალმა დათო არჩვაძემ სუპერ აქტუალური სიმღერა პოეტ ნანა ცინცაძესთან ერთად შექმნა. ახალი ნაწარმოების შესრულება კი ნუცა ბუზალაძეს და გრიგოლ ყიფშიძეს მიანდო.

“ჩვენია დედამიწა” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნუცა ბუზალაძის ახალ ალბომშია შეტანილი.

დათო არჩვაძე:

“ჩვენი სუპერ აქტუალური სიმღერის პრეზენტაცია, ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილი ნუცა ბუზალაძის და გრიგოლ ყიფშიძის სასწაული დუეტი ნუცას ახალი ალბომიდან.

“ჩვენი ხმები მაღლა ცაში ერთდება
მშვიდობის მტრედი ეშვება,
დავალაგოთ გადარეული სამყარო
ტკივილი აღარ ვატაროთ.”