3 აპრილი, 2020

ახალი კლასტერი “ჩემი ცოლის დაქალებისგან”

რუსუდან ჭყონიარეჟისორი რუსუდან ჭყონია ფორმულა კრეატივის მიერ სერიალის “ჩემი ცოლის დაქალები” გადაღებებს ეხმაურება:

“ვუყურებ ანონსს ფორმულაზე “ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში” და ვხედავ როგორ იღებენ სერიალს გაქანებული საგანგებო მდგომარეობის დროს!

ყოჩაღ ფორმულა! ჩააყენეთ მსახიობები, ოპერატორები, მთელი გადამღები ჯგუფი რისკის ქვეშ! რა კარგი პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება გქონიათ თქვენს მომსახურე პერსონალთან, აბა რა, გრიშა კაკაჩია თუ არ ვნახეთ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე რაა მამული, ოღონდ მერე კოვზზე და ზიარებაზე ხმა არ ამოიღოთ რა, თქვენზე უარესს ნამდვილად არაფერს არ აკეთებენ…

ველოდები ახალ კლასტერს “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღების დროს ინფიცირებულების. ფორმულა ესეთი უგულო, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორ გაქვთ, როგორ საერთოდ პატივს არ სცემთ იმ ხალხს, ვინც თქვენთვის მუშაობს!

სამი კაცის გარდა შეკრება აკრძალულია, ყველა ბიზნესი გაჩერებულია, ქვეყანა ცდილობს ებრძოლოს ეპიდემიას და წინ აღუდგეს მის გავრცელებას და ამ დროს სერიალს რომ იღებ, მაინტერესებს ირღვევა თუ არა კანონი, როდესაც მსახიობებს საგანგებო მდგომარეობის დროს სერიალში თამაშს აიძულებთ…”