25 მარტი, 2020

ვერის ბაღთან ქართველი მწერლების წიგნები დაწვეს

ვერის ბაღთან ქართველი მწერლების წიგნები დაწვესვერის ბაღთან ფილარმონიის წინ ქართველი მწერლების წიგნები დაწვეს.

ეს ამბავი 1992 წლის 25 მარტს მოხდა. ისტორიას ოთარ ჭილაძე თავის წიგნში “ცა მიწიდან იწყება” იხსენებს:

“25 მარტი. დღეს, ქართველი მწერლების მეთერთმეტე ყრილობის გახსნასთან დაკავშირებით, ვერის ბაღთან, ფილარმონიის წინ, ,,მდედრიონმა” დაწვა ქართველი მწერლების წიგნები.

თავისთავად ეს იმდენად შემზარავი ფაქტია, არავითარ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება. აქედან კანიბალიზმამდე ერთი ნაბიჯია.

უბედური ქართველი ხალხი! მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი, ესე იგი, ქართველი მწერლების ბრალიცაა, ალბათ, ამ დღეში რომ აღმოვჩნდით.”