5 მარტი, 2020

თამაზ ჭილაძის უმთავრესი თხოვნა

თამაზ ჭილაძის უმთავრესი თხოვნა მწერლისა და პოეტის თამაზ ჭილაძის უმთავრესი თხოვნა ღმერთისადმი მის საყვარელ სამშობლოს საქართველოს და ქართველებს უკავშირდება:

“ღმერთო, ნუ მოუშლი ჩემს საქართველოს კარგ ხალხს, ნუ მოუშლი იმედს და იმის ღირსი გახადე, რისი ღირსიც არის ეს საწყალი ჩემი ქვეყანა, რომელსაც ჯერ ადამიანურად არ უცხოვრია არასოდეს…”

***

“მარტო ჩვენ ხომ არ უნდა მოვერიდოთ, გავუფრთხილდეთ სხვის აზრს, სხვის დამოკიდებულებას, როცა ამ ქვეყანაზე ჩვენ არავინ გვიფრთხილდება. ოთარმა თქვა, ,,საქართველოში მარტო ქართველია დაჩაგრული”-ო. მართლაც, ასეა. ზედმეტად ხათრიანები ვართ, მორიდებულები, მშიშრებიც…
უმჯობესია ყველას აწყენინო, ვიდრე მეობა და სამშობლო დაკარგო და ვისაც ეს ეწყინება, მას შენი მეგობრის ნიღაბი უკეთია მხოლოდ…”

***

,,შენც, ბრუტოს?!” – ამ ბღავილს ისტორიის მანძილზე ხშირად გაიგონებთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, სახელი სხვა იქნება.”

***

“ხშირად მეკითხებიან, ბედნიერი ვყოფილვარ თუ არა როდისმე? სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, რა არის ბედნიერება, მაგრამ შეიძლება სწორედ ბედნიერებისგან გული გამისკდეს, როცა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ!..”

***

“ძილი რეპეტიციაა იმ სპექტაკლისა, რომლის პრემიერასაც ვერ ვესწრებით…”

***

“მე არ ვარ პოპულარული მწერალი, ღმერთმა დამიფარა ამისგან. მწერალი მოდად არ უნდა იქცეს. მოდა, ფრანგების თქმით, სასაცილოა თავში და ბოლოში. განა ცოტა პოპულარულ მწერალს ვიცნობთ, სასაცილონი რომ გამხდარან ,,ბოლოში”?

***

“ადამიანი მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, როცა შეუძლია დამოუკიდებლად იაზროვნოს და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად…”

***

,,არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ქვეყანა მხოლოდ იმით შემოისაზღვრება, რასაც ხედავენ. მაგრამ არიან სხვებიც… მათ საოცარი გრძნობა აქვთ სამყაროს სიდიდისა. სწორედ ასეთი გრძნობა ჰბადებს დიდ საქმეებს.”

***

“შინიდან არ გავდივარ, ოთახის კაქტუსს დავემსგავსე. მართლაც, მცენარის მოთმინება სჭირდება იმას, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით…”

***

“თურმე ყველაზე ძნელი სიმარტოვე ყოფილა, არა, უფრო ძნელი, ვინმე რომ დაგეკარგება, ის არისო, – თითქოს ვიღაცამ ყურში ჩამძახა.”