31 მარტი, 2020

თამაზ ჭილაძე ზვიად გამსახურდიაზე

თამაზ ჭილაძე ზვიად გამსახურდიაზემწერალი თამაზ ჭილაძე ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიას თავის წიგნში “ცოცხალი მიწა” იხსენებს:

“პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გასარიცხად შედგა 1977 წულს, ქართული მწერლობის გასაშავებლად, მის წინააღმდეგ გამიზნულად ჩაფიქრებული აქტი იყო, თორემ გამსახურდია უკვე თითქმის დაჭერილი ჰყავდათ.

სტენოგრამაც კარგად გაფილტრული და დამუშავებულია. ბევრი რამ ამოღებულია, უკვალოდაა გამქრალი, თუნდაც სუსტი, გაუბედავი ცდა წინააღმდეგობის გაწევისა. დაკარგულია და საზოგადოებისთვის უცნობია მწერლების მოთხოვნა სასამართლოს განაჩენის დალოდებისა და არა ასე პირდაპირ, რომელიღაც პროკურორის მოთხოვნით, ზვიად გამსახურდიას გარიცხვისა.

წინა დღეს დასწრებაზე მოგვაწერინეს ხელი. მეორე დღეს ის ხელმოწერები გადაიტანეს დადგენილების ოქმში.
ამ ამბიდან ცოტა ხნის მერე გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ჯაფარიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და მე ,,ჩეკაში” წავედით, ინაურთან, რათა გამსახურდიას თავდებად დავდგომოდით.

ეს იყო ურდოში წასვლის მსგავსი რამ, რაც იმას ნიშნავდა, რომ, მართალია პრეზიდიუმის სხდომა კომუნისტური ჟანდარმერიის დიქტატით ჩატარდა, ქართველი მწერლები მონურად მაინც არ დამორჩილებიან ხელისუფლების ნებას…”