18 მარტი, 2020

სამწუხარო ინფორმაცია “ჩემი ცოლის დაქალებისგან”

"ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს იწყებსსერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელებმა მისი ერთგული მაყურებლისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელეს – სერიალის გადაღებები შეწყდა:

“ვიცით, ყველა მოუთმენლად ელოდებით “ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სერიებს, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ იძულებულები გავხდით დროებით შეგვეჩერებინა გადაღებები.

ამ დრომდე 3 გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი.

დავბრუნდებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.

მანამდე კი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩემი ცოლის დაქალების ყველა არსებულ სერიას ჩვენს ოფიციალურ საიტზე.

სერიალის დაბრუნების ზუსტი თარიღი დაიდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

გაუფრთხილდით თავს, დაიცავით რეკომენდაციები.

გისურვებთ ჯანმრთელობას.”