30 მარტი, 2020

ფულადი დახმარება ნატო გელაშვილისგან

ფულადი დახმარება ნატო გელაშვილისგანმომღერალმა ნატო გელაშვილმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, გადაწყვიტა ფულადი დახმარება აღმოუჩინოს სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს:

“მე, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და ერთ-ერთმა თქვენთაგანმა, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნისა და ხალხის თავზე მოვლენილი განსაცდელის დასათმენად და სახლში დარჩენილ 10 სოციალურად დაუცველ და 5 მრავალშვილიან თითოეულ ოჯახს ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გამოეყოს 200ლარიანი ვაუჩერი.

უფალმა გამძლეობა მოგვცეს ყველას. დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. მიყვარხართ და მინდა ჩემმა ხალხმა მალე დაძლიოს ეს მოვლენილი განსაცდელი და გაბრწყინდეს და აღორძინდეს მარიამ ღვთიშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა.

გთხოვთ კომენტარებში დატოვოთ იმ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ინფორმაციები (სახელი გვარი. პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი. აუცილებელია ვიდეო მასალა, რომელიც დაადასტურებს დასახმარებელი ოჯახების მდგომარეობას) საჯაროდ, რომლებიც საჭიროებენ ამ ღრმა კრიზისში გადაუდებელ დახმარებას.

უფალს ვებარებოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება!”