1 მარტი, 2020

ფოთის თეატრში საპრემიერო წარმოდგენა აღარ შედგება

ფოთის თეატრში საპრემიერო წარმოდგენა აღარ შედგებაფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი საპრემიერო სპექტაკლი აღარ გაიმართება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა და თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ გაითვალისწინეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთის თეატრმა გადადო ყველა ჩვენება და დაგეგმილი საპრემიერო წარმოდგენა.

“თეატრის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს,” – ნათქვამია ფოთის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.