4 მარტი, 2020

ნიაზ დიასამიძის ყველაზე ორიგინალური ისტორია

ნიაზ დიასამიძის ყველაზე ორიგინალური ისტორიათბილისის კოლორიტის ნიაზ დიასამიძის სახელთან არაერთი ორიგინალური ისტორია თუ სასაცილო ისტორიაა დაკავშირებული.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ერთ-ერთ მათგანს იხსენებს, რომელიც მას კორონა ვირუსმა და ხელების ხშირად დაბანამ გაახსენა:

“კორონავირუსზე და ხელების ბანაზე გამახსენდა – ნიაზ დიასამიძის (სინიორის, არამომღერლის) ამბავი, სუფრაზე დაბრუნება რომ ეჩქარებოდა და გაიჭედა რესტორნის ტუალეტში, ონკანის რიგში – მის წინ კაცმა წაისვა საპონი, დინჯად დაიბანა ხელი, კიდევ წაისვა საპონი, სამჯერ, ოთხჯერ და გამწარებული ნიაზი ეუბნება – რა იყო, შე კაი კაცო, სხვისი ხომ არ გეჭირა ხელში.”