14 მარტი, 2020

ნატო გელაშვილი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის

აუცილებლად წასაკითხი ნატო გელაშვილისგანმომღერალი ნატო გელაშვილი იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მზად არის ყველანაირი თანადგომის გასაწევად:

“მოგმართავთ იტალიაში მცხოვრებ ყველა ემიგრანტს… ყველას, განურჩევლად იმისა, ვისთანაც მქონია, ან არ მქონია საკონცერტო ტურნეების დროს შეხება.

მინდა ჩემი თანადგომა გამოვხატო ამ “ავბედობის” ჟამს თქვენს მიმართ. მზად ვარ” ყველანაირი თანადგომა გავუწიო იტალიაში მცხოვრებ ყველა ემიგრანტს შეძლებისდაგვარად.

მეც და ჩემი შვილებიც გვიგულეთ თქვენს გვერდით. თქვენგან ჩემი ოჯახისთვის გამომეტებულ სიყვარულს გვინდა, რომ ჩვენი წილი სიყვარულით და თანადგომით ვუპასუხოთ…

მჯერა, ეს ყველაფერი მალე გაივლის და ერთმანეთის თანადგომით გადავრჩებით. ყველა გავერთიანდეთ, რათა შევძლოთ ერთმანეთის დახმარება… მიყვარხართ და ძალიან მედარდებით.”