2 მარტი, 2020

მოზარდ მაყურებელთა თეატრის განცხადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრში საგანგებო პრესკონფერენცია დაინიშნანოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ითვალისწინებს რა არსებულ ვითარებას, 17 მარტამდე წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას.

ამ პერიოდში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თეატრში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

იმ მომხმარებელთა საყურადღებოდ, ვისაც შეძენილი გაქვთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების ბილეთები, გაცნობებთ, რომ აღნიშნული წარმოდგენები გაიმართება 16 მარტის შემდეგ.

სპექტაკლების ცხრილი ასე გამოიყურება:

“მე ვხედავ მზეს” – 29 მარტს 19:00 საათზე;

“ურჩხული და ლამაზმანი” – 3 მარტის ნაცვლად შედგება 4 აპრილს 13 საათზე;

“ალადინი” – 6 აპრილს 19 საათზე;

“ბილოქსი ბლუზი” – 7 მარტის ნაცვლად გაიმართება 4 აპრილს 19:00 საათზე;

“სევილიელი დალაქი” – 7 მარტის ნაცვლად გაიმართება 22 მარტს 15:00 საათზე;

“სარა ბარა ბზია ბზბოიტ” – 6 მარტის ნაცვლად გაიმართება 9 აპრილს 19 საათზე;

“მგზნებარე შეყვარებული” – 8 მარტს ნაცვლად შედგება 29 მარტს 19:00 საათზე;

“სალამურა” – 7 მარტის ნაცვლად გაიმართება 26 აპრილს 12 საათზე;

“სიკვდილის შემდეგ შეყვარებული” – 8 მარტის ნაცვლად გაიმართება 11 აპრილს 20:00 საათზე;

“სიმარტოვე” – 14 მარტის ნაცვლად შედგება 26 აპრილს 20:00 საათზე;

“თაგუნები და ყველი” – 8 და 15 მარტს ჩანიშნული სპექტაკლები დაინიშნა 5 აპრილს 15 საათზე.