31 მარტი, 2020

მედეა ჯაფარიძის მთავარი საიდუმლო

მედეა ჯაფარიძის მთავარი საიდუმლომსახიობ მედეა ჯაფარიძის მთავარი საიდუმლო მისი კეთილი გული, ბავშვური მიამიტობა და არაამქვეყნიური სილამაზე იყო. ამას თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავდა.

ანი ანდრონიკაშვილი:

“მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს” – ამბობდა მასზე ვერიკო ანჯაფარიძე.

“ქართული კინოს მშვენება”, “მარადიული სილამაზე”, “სათნოებისა და კდემამოსილების განსახიერება” – ეს ეპითეტებიც მედეა ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელსაც ასე უხვად იყენებდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები. სულ რამდენიმე წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ მნახველი ამ საოცარი ქალით მოხიბლულიყო.

“იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს” – ამბობდა ლილი იოსელიანი.

ძალიან გამიჭირდა ფოტოს შერჩევა, ყველგან ულამაზესია, მაგრამ მაინც ეს ვარჩიე, ღვთაებრივი სილამაზეა.”