22 მარტი, 2020

მარიკო ლეჟავა: “არარაობები ხართ!”

მარიკო ლეჟავა: "არარაობები ხართ!"მომღერალი მარიკო ლეჟავა საზოგადოებას არწმუნებს, რომ არავინ არავის ართმევს რწმენას. თუკი მორწმუნეები სახლში დარჩებიან, იმ ექიმების შრომასაც პატივს სცემენ, ვინც დღე და ღამე შრომობს და არც მათ რწმენაში შეიტანს ვინმე ეჭვს:

“არაფრის იმედი აღარ მაქვს! ადამიანები არ ხართ! როგორ შეგიძლიათ, აი, ამ დროს ასე მოიქცეთ და საქართველო, სადაც ამდენი მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს, ასე მარტივად გაიაროთ მათ რწმენაზე და “ნამუსზე ააგდოთ”.
არავინ არავის არ ართმევს რწმენას! მე სახლშიც მწამს ღმერთის! თქვენ თუ ამ ყველაფრის გჯერათ, რომ

ზიარებისას არავინ დასნეულდება, კი ბატონო! იყოს მასე! მაგრამ სხვა ადამიანებს რაღას ერჩით! ექიმებს რაღას ერჩით? მოკვდა ის ხალხი, ამდენი ხანია არ დამჯდარან და სახიდან პირბადე არ მოუშორებიათ.
ეკლესიას გააჩნია ამ დროს ყველაზე დიდი ძალა, რომ ხალხს სახლში დარჩენა მოუწოდოს და ასე არ გახლიჩოს მთელი ერი! ამის მაგივრად რას აკეთებთ?!

გულით მეცოდება ის ხალხი, ვინც გულის სიღრმეში თვლის რომ არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ შვილზე და მშობლებზე ღელავს, მაგრამ მეორე მხრივ თვლის, რომ თუ არ წავა და არ ეზიარება, ამით ღმერთს გააბრაზებს და სარწმუნოებას უღალატებს!

აი, ამ ხალხის ასეთ დილემაში ჩაგდებისთვის ჩემთვის არარაობები ხართ!”