19 მარტი, 2020

ლეგენდა მაჩაბლებზე

ლეგენდა მაჩაბლებზემაჩაბლების გვარში არაერთი გამოჩენილი პიროვნებაა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამ გვარზე არსებობს ლეგენდა, რომელიც წლებია ჩვენს შორის ვრცელდება.

ლეგენდის მიხედვით, საუკუნეების წინ, პირველ მაჩაბელს, რომლის სახელიც უცნობია, 7 შვილი ჰყოლია.

ოჯახი ლეკებს ამოუწყვეტიათ. ამ დროს უმცროსი – ზაალ მაჩაბელი ძიძასთან იზრდებოდა. თურმე შეშინებულ ძიძას იგი თავისი შვილის აკვანში ჩაუწვენია,ხოლო თავისი შვილი – ზაალის აკვანში.

როცა ლეკების ბრბო ძიძასთან მივარდნილა, მდიდრული აკვანი ბავშვიანად აუკუწავთ ხმლებით.

ლეგენდის მიხედვით, ასე გადაურჩა სიკვდილს ზაალ მაჩაბელი, რომელიც ცნობილ მწერალსა და მთარგმნელს ივანე მაჩაბელს პაპის პაპად ეკუთვნოდა…