23 მარტი, 2020

ლაშა ღლონტის კატეგორიული გაფრთხილება

ლაშა ღლონტი: "ასეთი ვირეშმაკობა არ გავუტაროთ არავის!"მომღერალი ლაშა ღლონტი არ იღლება ქართული საზოგადოების გაფრთხილებით, რომ მაქსიმალურად შეასრულონ ექიმების მიერ მოცემული რჩევები და დარჩნენ სახლში:

“ვიცი ჩემს პოსტებს ძალიან ბევრი იზიარებს და ყურადღებით ეცნობა, ასევე ძალიან ბევრი ჟურნალისტი ცდილობს ჩემთან დაკავშირებას, რაზეც კატეგორიულ უარს ვამბობ იმ მოტივით, რომ უკვე დიდი ხანია კლინიკურ მედიცინასთან კავშირი არ მაქვს, რის გამოც თავს აღარ ვთვლი დიდ პროფესიონალად და არ მინდა მოსახლეობა რაიმე შეცდომაში შევიყვანო, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე გულგრილი ვერ ვრჩები და ძალიან სენსიტიური ვარ იმ მოვლენების მიმართ, რაც მსოფლიოსა და ჩემს ქვეყანაში ხდება და აქ, ჩემს პირად არაოფიციალურ გვერდზე გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული აზრი მეგობრებისთვის დამეფიქსირებინა პუნქტობრივად:

1 აუცილებლად დარჩით სახლში.

2 ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელი.

3 დალიეთ ბევრი ცხელი სითხე.

4 თუკი მაგალითად 20 ცალ მაკარონს იყიდით მიმოიხედეთ გვერდით და 5-6 ცალი მაინც გაუნაწილეთ გაჭირვებულებს და ასე მოიქეცით ფულზეც და სხვა პროდუქტებზეც.

5 არ დამალოთ ინფორმაციები მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ არამარტო თქვენზე , არამედ სხვაზეც. ეს მხოლოდ დაგვეხმარება სიტუაციის მართვაში.

6 სიტუაცია შეიძლება ყოველ წამს გართულდეს და ეს მხოლოდ ჩვენი დაუდევრობის ბრალი იქნება.

7 ნუ გავამახვილებთ ყურადღებას ჩვენს პოლიტიკურ, პირად ინტერესებსა და განსხვავებულობაზე.

8 ერთმანეთთან ოჯახებში შეკრება არა იზოლაცია, არამედ პირიქით ძალიან სახიფათოა.

9 მივყვეთ ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ყველა ინტრუქციას, ვინაიდან მათი ავტორიტეტი და კომპეტენტურობა უკვე მსოფლიომ დააფასა.

10 კატეგორიულად მოვუწოდოთ იმ ,,მაგარ ტიპებს” ვითომ კორონასი რომ არ ეშინიათ, აღარ იმოძრაონ გარეთ.

ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და ვიცი რომ ყველაფერს შევძლებთ!!!

მიყვარხართ!”