22 მარტი, 2020

კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა”

რატომ არ თარგმნიან კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას"?კონსტანტინე გამსახურდიას რომანში “დიდოსტატის მარჯვენა” არის ეპიზოდი, სადაც საუბარია ჟამიანობაზე – სვეტიცხოვლის მუშებში გაჩენილ შავ ჭირზე:

“იმ წელს “ჟამი” მოედო მცხეთას, სვეტიცხოვლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებშიც გაჩნდა ჭირი.
კონსტანტინე არსაკიძე დილიდან მათთან ტრიალებდა, უშიშრად შევიდა ჟამიანების ფარდულში მათ დასახმარებლად და სწორედ ამ დროს მოვიდა მეფე გიორგი.

გამგეთუხუცესი თავზე წამოადგა ხუროთმოძღვარს მეფისას.

ეუბნება, გიხმობსო მეფე.

არსაკიძე ხელს იმშრალებდა იმ წუთში.

მოახსენა: ჟამიანების ფარდულში ვიყავი, ამიტომაც ვერ ვეახლებიო მეფეს.

ხელახლა მოვიდა გამგეთუხუცესი:

მეფე გიბრძანებსო მისვლას.

არსაკიძე მიეახლა, საპატიო მანძილზე შესდგა, თაყვანისცა გიორგის, მეფემ გაუღიმა, ახლოს მოსვლა უბრძანა: – შენზე ნაკლები ვაჟკაცი ხომ არ გგონივარო, ლაზო?

მერე გაუღიმა, მაგრად ჩამოართვა ხელი და ეს უთხრა:

– ხუროთმოძღვრების დიდოსტატი დიდი ვაჟკაციც ყოფილხარო, ლაზო!”