1 მარტი, 2020

ილიაუნის თეატრმა მუშაობა შეწყვიტა

ილიაუნის თეატრმა მუშაობა შეწყვიტაილიაუნის თეატრმა მუშაობა შეწყვიტა. ამის მიზეზი თეატრის ოფიციალურ განცხადებაშია განმარტებული:

“კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების გაუქმების შესახებ, უსაფრთხოების მიზნით ილიაუნის თეატრი წყვეტს მუშაობას დღევანდელი დღიდან 16 მარტამდე!

მაყურებელი შეძლებს უკვე შეძენილი ბილეთის უკან დაბრუნებას, ან გადაცვლას სამომავლო სპექტაკლებზე…

გისურვებთ ჯანმრთელობას!”