27 მარტი, 2020

ია სუხიტაშვილი კარანტინში

ია სუხიტაშვილი კარანტინშირუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში იმყოფება. ამის მიზეზი მისი საქართველოში ლარსით დაბრუნებაა. ია კარანტინში გუდაურში იმყოფება:

“მინდა თქვენი ყურადღება ცოტახნით დამითმოთ. დღეს ჩემი პირველი დღეა კარანტინში ყოფნის, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მხნედ.

თუ კი რომელიმე თქვენგანს კიდევ ეპარება ეჭვი იმაში, თუ როგორი დონის უსაფრთხოების ზომებია დაცული ჩვენს ქვეყანაში?!.. იქნებ პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ და აზრი შეიცვლოთ. დიახ, ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვაზე უნდა მენდოთ:

1) მინდა უსაზღვროდ დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული (ლარსის) მესაზღვრეების მიმართ მათი დაუღალავი შრომისთვის, სასწაული მობილიზაციაა, სათანადოდ მოწმდება ყველა, რათა რისკი გამოირიცხოს და დამოკიდებულება მგზავრების მიმართ ეს კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია.

2) მადლობა თითოეულ იმ მძღოლს, რომლებიც ჩვენთვის ამ საგანგებო სიტუაციაში თავდაუზოგავად მუშაობენ და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნავენ.

3) მადლობა ნუკრი ექიმს, რომელიც ალბათ მეასედ, მაგრამ დაუღალავად უხსნის ყველას, თითოეულ შემოსულ მგზავრს, თუ რატომააა საჭირო დეტალური სამედიცინო შემოწმება და იზოლაციაში ყოფნა.

4) მადლობა სასტუმროს პერსონალს საოცარი მომსახურებისთვის და სიყვარულისთვის, ჩვენი განწყობის ამაღლებისთვის და მორთმეული უგემრიელესი მარწყვისთვის საუკეთესოები ხართ.

დაუღალავი მადლობა საქართველოს მედ-პერსონალს და მადლობა ყველა ქართველ მოქალაქეს, რომლის თვითშეგნება – დარჩეს თვითიზოლაციაში მოწოდების სიმაღლეზეა.”