28 მარტი, 2020

“ჩემი ცოლის დაქალები” ბრუნდება

"ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს იწყებსხანმოკლე პაუზის შემდეგ, სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” სატელევიზიო ეთერს უბრუნდება.

ფორმულა კრეატივმა სერიალის გადაღებები კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყვიტა, თუმცა მოკლე პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება დააბრუნოს სერიალი და მისი გმირებიც ათასობით ადამიანის მსგავსად კარანტინში ჩასვას.

“ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში” – ასე ეწოდება სერიალის ახალ მიმართულებას, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო.

სერიალის მოყვარულები მის ნახვას “ფორმულაზე” 3 აპრილიდან შეძლებენ.