23 მარტი, 2020

ალეკო შუღლაძე – “რას ვეუბნებით სიკვდილის ღმერთს?”

ალეკო შუღლაძე - "რას ვეუბნებით სიკვდილის ღმერთს?"მწერალი ალეკო შუღლაძე გვასწავლის ყველაზე სწორ დამოკიდებულებას რთული მდგომარებისადმი:

“30 წლის წინ ჩემს მეგობარს ლეიკემია დაუდგინეს. რამდენიმე საავადმყოფოში იყო, ყველგან ერთნაირად პასუხობდნენ, ეს არ ინკურნებაო.

– ჰოდა, როგორ გადარჩი? – ვკითხე გუშინ.

– გადავწყვიტე, რომ გადავრჩენილიყავი. ჩემს თავს ვეუბნებოდი, უნდა გადარჩე, დათო. არ ვიცი როგორ, მაგრამ უნდა გადარჩე. ყოველ შემთხვევისთვის, 40 დღე მაინც ვიშიმშილე. ჰოდა, ავდექი და აღარ მოვკვდი. რავი, სულ ეს იყო. ახლა სისხლში არანაირი თეთრი უჯრედები არ მაქვს.

– გიჟი ხარ რა, – ვუთხარი მე.

არია სტარკ, რას ვეუბნებით სიკვდილის ღმერთს?

„დღეს არა!“