23 თებერვალი, 2020

წარმოუდგენლად დამამცირებელი ფაქტი დავით გარეჯში

წარმოუდგენლად დამამცირებელი ფაქტი დავით გარეჯშიგასული წლის აპრილიდან დავით გარეჯში, კერძოდ უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანმა ქართველებს მიმოსვლა აუკრძალა, რაც ჩვენთვის წარმოუდგენლად დამამცირებელი ფაქტია, თუმცა ამ ამბავში არის უფრო დამამცირებელი მომენტიც.

ზვიად ანანიაშვილი:

“ის, რომ აზერბაიჯანმა, გასული წლის აპრილიდან, აგვიკრძალა უდაბნოს მონასტერში მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და დამამცირებელი ფაქტია ქართველი ერისთვის (წარმოუდგენლად დამამცირებელი).

მაგრამ ამ ამბავში არის უფრო დამამცირებელი მომენტიც ჩვენი “მოძმე” აზერბაიჯანის მხრიდან: ისინი არ დასჯერდნენ იმას, რომ უცერემონიოდ გამოგვრეკეს ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მონასტრიდან. ისინი დიდი ხანია ასწავლიან მომავალ თაობებს, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მათი დიადი წინაპრების დანატოვარია და მხოლოდ მუხთალი საბჭოთა რეჟიმის წყალობით, მისი უმეტესი ნაწილი აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე და ახლა “ქართველი დაშნაკები” იმასაც კი ედავებიან, რაც მათ ტერიტორიაზეა.

ხოლო სულ ახლახანს, აზერბაიჯანმა, ამ ყველაფრის მოყოლა, საქვეყნოდ დაიწყო.

P. S. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობა არ იზიარებს ამ ჩვენთვის შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს.”