25 თებერვალი, 2020

წაგიკითხავთ “ვეფხისტყაოსანი” გურულად?

წაგიკითხავთ "ვეფხისტყაოსანი" გურულად?შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი” გურულებმა თავისებურად მოთარგმნეს და შემოგვთავაზეს “ვეფხისტყაოსანი” გურულად:

პირველი ნაწილი:

არაბეთს იყო მეფე და როსტომა ერქვა სახელი
კაი მუტრუკი კაძახი, კაის და გლახის მნახველი,
თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი ბადალი,
ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც.

არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ ერთი ციცაი
– აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი,
ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები,
გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები…

სახელად ერქვა თინაი, მაი ქი უნდა იცოდეთ,
რაც გეიზარდა მის მერე მზეიც სირცხვილით იწოდეს,
ქი დუუძახა როსტომამ ვეზირებს გესამანიებს,
პაწა ხანს იჭუჭუნეს და თითო სტაქანიც დალიეს.

როსტომამ უთხრა ვეზირებს: თქვენ დამაყურეთ რა ხთება
– რავარც კი ყინვა მუუსწრობს ვარდი ელანძე გახმება,
იმის მაგიორ სხვა მუა, როცხა მაისი დადგება
– ჩემი მეფობა არაბეთს აწი არ გამუადგება.

დავბერდი აწი ბიჭებო, დღეი არ დამრჩა მაღალი,
ხვალ-ზეგე მაინც მოვკტები, მეფე გჭირიენ ახალი,
რაა იმფერი სინათლე, ბოლოს თუ მოყვა სკვარამი,
ქი გავამეფოთ თინიკო, თვარ გინდებიენ ვარამი!

 

მეორე ნაწილი:

აი რომ ესმათ ვეზირებს, წაატლიკინეს ენები
– როსტომა, გენიოსი ხარ, მარა არც ჩვენ ვართ შტერები,
– დუუშვათ ვარდი ქი გახმა, სხვაი თუ არ გვაქ რას ვიზამთ?
ისთევლე იმას ვიკმარებთ, თავს ვერ მევიკლავთ მაგიზა!

რა ვუყოთ მერე, ქალია, მაგიც ხომ ღმერთმა დაბადა,
იცის მეფობა ბაღანამ, გენში აქ მამა-პაპადან,
მაგფერ ანგელოზს ნამდვილათ ეკუთნის ერთი მენდალი
– ლეკვი და ლომი ერთია, მამალია თუ დედალი.

სარდალი ყავდა არაბეთს ავთანდილაი ქვიოდა,
უშველებელი კაძახი თლათ მთვარესავით ღვიოდა,
წვერი არ ქონდა ჯერ კიდო, მარა გაზდილი ქი იყო,
საწყალ ბაღანას სასტიკათ შეყვარებია თინიკო.

მარა რათ გინდა? – ამ ამბავს ვერ გუუმხელდა ვერავის,
რომ ვერ ნახავდა კტებოდა, ცრემლი სტობოდა ყელამდის,
როცხა ნახავდა ვარესი, ცეცხლი ეკიდა ენაზე,
მოკლეთ ამ ჩვენმა თინიკომ გაახმო კაციელანძე.

რავარც იმას ყური მოკრა, ამეფებენ თინათინსო,
გადირია სიხარულით, აწი აპა რა მიჭირსო,
აწი ყველადღე შევხთები, თითო სიტყვას ჩოვუკრავო,
ბოლოს და ბოლოს ქალია, თავს რაფერ ვერ მოვუკრავო.

ერთ დილას ხალხში გავრცელდა გასაკვირალი ამბავი,
როსტომას უთქვამს თინიკო თქვენი მეფეა ახალი,
ნამდვილი მზეა პირდაპირ, გააბჟღიალებს ყოლისფერს,
მოით და ნახეთ, აზრი თქვით თქვენ და მეკიდო მოგისმენთ!

ყველა იქინე მივიდა, არ დარჩა სახში არკაცი,
იყო ცეკვა და სიმღერა, ტაშის კრაი და კარკაცი,
ბუკმაც დუუკრა, წინწილამც დაატკბო იქოურობა,
თინიკო იმფერს ტიროდა, სიცოდვე იყო ყურობა.

რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო ქალიზა,
ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს აღვარღვარებდა ამიზა,
როსტომამ უთხრა მამები უნდა შეცვალონ შვილებმა,
გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის შთაბეჭდილებას!

რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე ერთნაირად აცხუნებს,
შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და არც სულელს,
აპა შენ იცი ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ განკარგავ,
თუ რამეს გაცემ ქე კაი, თვარა ყოლისფერს დაკარგავ!”