28 თებერვალი, 2020

ნოდარ მგალობლიშვილის უკანასკნელი ინტერვიუ

ნოდარ მგალობლიშვილის უკანასკნელი ინტერვიუქართული თეატრის სინდისი – ასე უწოდებენ მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს.

მისი უკანასკნელი ინტერვიუ მსახიობის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრეა ჩაწერილი.

“ჩემს პროფესიას უკვე ჩამოვცილდი დიდი ხანია. მაგაზე აღარ ვჯავრობ, იმიტომ რომ არ ღირს ადამიანის ცხოვრებაში ისეთი რამე ჩაიდინო…

რატომ არ მაქვს ეს და ის, რატომ არ მაქებენ და მადიდებენ, ეს ყველაფერი უცებ, ძალიან სწრაფად მოვიცილე. ვიგრძენი, რომ ეს პრობლემები არ ღირს საფიქრელად, მთავარია, ვიღაცას ხელი გაუწოდო და თუ ვიღაცას ხელს გაუწვდი, ამით მშვიდდები. ამიტომ გამოსავალი ადამიანის მგონია, რომ ამაშია, თუ შენს თავს ვერ შველი, სხვას რომ უშველი, ეს არის დიდი ღვაწლი და დიდი შემთხვევაა ადამიანის ცხოვრებაში.

უფლის წინაშე პირნათელი მივალ ალბათ, იმიტომ რომ შურისძიება არ მიყვარს. არ მიყვარს ძალით მოპოვება სიმშვიდის, ბედნიერების, ქონების… მინდა, რომ თავისუფლად იყოს ეს საფიქრალი. საფიქრელს კიდევ თუ ფიქრი დაამატე, ისაა მერე უბედურება, რატომ არ ვარ მეც ისეთი და რატომ არ არის იმ სიმაღლე ჩემსავით, ამ მხრივ მე უფრო დიდი უნდა ვიყო და ა.შ… არ არის ეს სწორი. ადამიანის საწინააღმდეგო შეგრძნებებია ეს ყველაფერი, რომ შენ შეედარო ყოველთვის უკეთესს. ცუდს კი არ უნდა შეედარო, ცუდის არ უნდა გაიმეორო არაფერი.

უნდა იცოდე, რომ შენი საწყისი წერტილი არის სიკეთე, სხვას უნდა დაეხმარო და სხვას უნდა უპატრონო.”