17 თებერვალი, 2020

მიხეილ ზაქარიაშვილი ხელოვანების გასაგონად

მიხეილ ზაქარიაშვილი ხელოვანების გასაგონადავტორ-შემსრულებელი მიხეილ ზაქარიაშვილი ხელოვანების გასაგონად თავის პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს:

“ახლა მინდა ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბო ის, თუ რატომ ვიბრძვი ყოველთვის უკეთესი მომავლისთვის და თქვენ პოლიტიკაში ჩარევა გგონიათ…

ხელოვანების გასაგონად – როცა მეუბნებით ,,პოლიტიკა რა შენი საქმეა? მიდი, სიმღერები წერე და იმღერეო”. ახლა გეკითხებით – თავადაც ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი სიმღერა მაქვს შექმნილი და ნამღერი, კონცერტების ჩატარებაც სულ მარტივად შემიძლია მაგრამ, სიტუციაში, როცა ადამიანები შიმშილობენ, ქვეყანა თავზე გვენგრევა, უყურადღებობით ამდენი ხალხი იხოცება, ქვეყანა რომელიც შენია, შენი ოჯახია და მასში მაცხოვრებელ ხალხს შენი ოჯახის წევრებად აღიქვამ, არ იბრძოლებთ ოჯახში სიტუაციის დალაგებისთვის? იმღერებთ, როცა მეზობლის ოჯახში მწუხარებაა? ის სიმღერები და მთელი შემოქმედება ვის ეკუთვნის პირველ რიგში გეკითხებით? ჩემთვის ჩემს ხალხს და სამშობლოს! ამიტომ არ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის? საკუთარი ხალხისთვის? თუნდაც საკუთარი ოჯახების მომავლისთვის?

ოჯახის მომავლისთვის ბრძოლა თქვენ ქონების მოგროვება გგონიათ და მე თქვენგან განსხვავებით მინდა, რომ ჩემი და თქვენი შვილები დაცულები იყვნენ, სახლიდან რომ გავლენ, არავინ ამოთხაროს თვალი და არ მომიკლან, მინდა წყნარ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული და ამიტომ მეშლება, როცა ყველა მთავრობის ოპოზიცია ვხდები ბუნებრივად? უნდა მემღერებოდეს?

და ბოლოს როცა კონცერტებს აკეთებთ ხალხს უნდა ეკონცეტრებოდეს!

მე წინააღმდეგი ვარ პირადად ხელოვანების დახმარების, ხელოვანს უნდა შეეძლოს თავისი თავი გაიტანოს საკუთარი შემოქმედებით, ინტესნიური მუშაობით და საუკეთესოდ იცხოვროს არა იმის ხარჯზე, ვის მხარეს დაიჭერს პოლიტიკაში ესა თუ ის ხელოვანი თუ ხელოვანთა ჯგუფი. იმისათვის, რომ კარგად იცხოვროთ, საჭიროა მდიდარი ქვეყანა, დალაგებული დაცული და დაწყნარებული გაიგე, თანდილ?

მეტი როგორღა აგიხსნათ? იმღერეთ, წერეთ სიმღერები კაპიკებში და იყავით ხელისუფლების მათხოვრები, ელოდეთ მათგან როდის გადმოგიგდებენ რამეს. იმ ხელისუფლების, რომელიც ბიუჯეტის ქურდები არიან და თქვენს ხარჯზე მდიდრდებიან და მერე მათხოვრებად გთვლიან!

აქედან გამომდინარე, მე არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმეს მათხოვარი ვიყო იმიტომ, რომ მსურს ხელოვნებას, ქვეყანას და ხალხს ვემსახურო…

და ბოლოს – არ შეიძლება ყველამ თავის ცხოვრებას რომ მიხედოს?”