20 თებერვალი, 2020

მედეა ჯაფარიძე – საქართველოს ულამაზესი ვარსკვლავი

მედეა ჯაფარიძე - საქართველოს ულამაზესი ვარსკვლავიკინოსა და თეატრის მსახიობი მედეა ჯაფარიძე მაყურებელს არა მარტო თავისი სილამაზით, არამედ თავისი ნიჭიერებითაც ხიბლავდა.

მისმა მეუღლემ – მწერალმა, რეჟისორმა და დრამატურგმა რეზო თაბუკაშვილმა მთელი თავისი შემოქმედება საყვარელ ქალბატონს მიუძღვნა.

„თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ“, – ამ საოცარ სიტყვებს ეუბნება რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის ფილმში “მზე შემოდგომისა” ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირი ვახტანგი თავის მეუღლეს – მედეა ჯაფარიძის გმირს – ეკას.

რეზო თაბუკაშვილმა ვახტანგსა და ეკაში თავისი და მედეას პროტოტიპები წარმოადგინა და ასე საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოუტყდა საყვარელ მეუღლეს უდიდეს სიყვარულში, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე აღმერთებდა.

მედეა ჯაფარიძე არასდროს მალავდა, რომ რეზო თაბუკაშვილით პირველივე ნახვისას მოიხიბლა:

„რეზო 1947 წელს გავიცანი. მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო და რა გასაკვირია, რომ გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე…
კარგად ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ამიტომ ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას, თუმცა…“