16 თებერვალი, 2020

კონსტანტინე გამსახურდია ხატია ბუნიათიშვილზე

კონსტანტინე გამსახურდია ხატია ბუნიათიშვილზეპიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ამას წინათ აქ, FB-სივრცეში გამოვაქვეყნე ზვიად გამსახურდიას ლექსი ელისო ვირსალაძეზე.

ეხლა ქვეყნდება გვანცა ბუნიათიშვილის, ხატიას დის ნათქვამი, რომ ხატია ბავშვობაში 10 წლის ასაკში კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებლის ტეტრალოგიით საზრდოობდა და ზვიადი რომ მოსწრებოდა ხატიას პიანისტობას, მასთან იმეგობრებდაო.

მუსიკის არსისთვის თავდადებული ელისოსადმი მიძღვნილი ზვიადის ლექსი მე ვინმეს წინააღმდეგ ნამდვილად არ გამომიქვეყნებია.

პირიქით, ძალიან მიყვარს ხატია. ის თანამედროვეობის დიდი არტისტია და მსოფლიოს არაერთი სცენა დაიპყრო, მეგობრობს შვეიცარიაში მცხოვრებ ჩემს კომპოზიტორ ვაჟთანაც. თანაც ყველგან, როგორც მოქალაქე, სადაც კი ხმა მიუწვდება, აპროტესტებს ქართული მიწების ოკუპაციას, რასაც ძალიან ვაფასებ.”