14 თებერვალი, 2020

გოგი ალექსი მესხიშვილის სამართლიანი კრიტიკა

გოგი ალექსი მესხიშვილის სამართლიანი კრიტიკამხატვარმა გოგი ალექსი მესხიშვილმა დუმილი დაარღვია და იმ პრობლემებზე ალაპარაკდა, რომელიც საქართველოში, ქართულ კულტურაში და ქართულ განათლებაშია გამეფებული:

“მთავრობა არის არაპროფესიონალი, წინა მთავრობა იყო არაპროფესიონალი.

ქვეყანაში არაფერი არ კეთდება განათლებისთვის, ქვეყანაში არაფერი არ კეთდება კულტურისთვის. ამ პატარა ქვეყანას მეტი არაფერი არა აქვს. გაქურდულია მთელი ქვეყანა.

ჩემს მაგალითზე გეტყვით, როცა მნიშნავდნენ რექტორად აკადემიის, რომელსაც ფეხზე დავაყენებდი, პოლიტიკური მიზნების გამო არ დამნიშნეს და ახლა რას ჰგავს იქაურობა ნახეთ.

განათლება საერთოდ არ არის საქართველოში!”