22 თებერვალი, 2020

ეთერ თათარაიძე ხალხური “ვეფხისტყაოსნის” შესახებ

ეთერ თათარაიძე ხალხური "ვეფხისტყაოსნის" შესახებფოლკლორისტ ეთერ თათარაიძეს ჰგონია, რომ “ვეფხისტყაოსანს” ავტორი არ ჰყავს და ის უფლისგან გამოგზავნილი სასწაულია:

“არც მგონია, რომ “ვეფხისტყაოსანს” ჰყავს ავტორი. სულ მგონია, რომ უფალმა ან სასწაულით გამოგზავნა ეს ტექსტი, ან ვინმეს, რომლის სახელი და გვარიც სამუდამოდ დაკარგა, ესე ზეციდან უკარნახა და აწერინა. ცოცხალი ადამიანის დაწერილს არც ჰგავს “ვეფხისტყაოსანი” და შემიძლია ვთქვა, რომ ფანტასტიური ვარიანტები გვაქვს ხალხური “ვეფხისტყაოსნისა” მთელ საქართველოში. სიუჟეტები ზოგჯერ ძალიან სასაცილოც არის ხოლმე.

შეკრებილი მაქვს ხალხური “ვეფხისტყაოსნის” ძალიან ბევრი ვერსია ჩემი ექსპედიციების წყალობით. ხანდახან ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ხანდახან იუმორშიც, ამბებიც როგორ გაიშინაგანეს, როგორ გაიგეს ამა თუ იმ კუთხეში ადამიანებმა, სიუჟეტები ზოგჯერ გავრცობილია ხოლმე. უნდა ვიცოდეთ, რომ გვაქვს ამ გენიალური ნაწარმოების ხალხური ვარიანტები. ზეპირსიტყვიერებაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვარიანტები.”