9 თებერვალი, 2020

“არა, ბატონებო ასე არაა…”

გიგი პიანომენი: "არა, ბატონებო ასე არაა..." ელისო ვირსალაძის მიერ ხატია ბუნიათიშვილის კრიტიკას პიანისტი გიგი პიანომენი საჯაროდ ეხმაურება:

“არ შემეძლო ამ საკითხის გვერდის ავლა. ვთვლი, რომ ეს ჩემი სფეროა!

ყველა ადამიანს აქვს აზრი და შეფასება. ელისო არის და იქნება პიანისტი, რომელზეც მე ვამბობ, რომ არის პიანისტი ყველანაირი გაგებით!

ის, რაც ელისომ ახსნა თანამედროვე პიანისტებზე, ისიც მისაღებია და მეც ვაწერ ხელს, რომ შტოტა ნიტოო…
მაგრამ ხატია ბუნიათიშვილი – ხაზს უსმევ მე მას მაგრა ვიცნობ – არის უნიკალური ნიჭიერების გოგო, ერთეულებია ასეთი… მაგრამ მისი ინტერპრეტაცია, როგორც ელისოსი, ან სხვისი, ან ჩემი არ მოსწონს ბევრს. ეს არის ნორმალური.

იმასაც ვიტყვი, რომ ლანგლანგზე მე ლიჩნად გული მერევა და კიდევ ბევრზე!!! მაგრამ ხატია სხვა ნიჭია!!!

ეხლა პირი თუ მოვაღე, მეც არ ვუსმენ ელისოს და არასოდეს ვუსმენდი, მაგრამ ეს მას არაფერს აკლებს… მე არ ვთვლი, რომ ელისოს დარდი ახალი თაობის პიანისტებზე უსაფუძვლოა, მაგრამ ესეთი სიტყვა ახალგაზრდა ოქრო ქართველ, გოგოზე პროსტა ტეხავს.. ბოლო ბოლო ქართველია!!!! ისე ცნობისათვის, ჩემი მთელი სული, გული ძველ პიანისტებშია და ახალი ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ ხატია არ არის იმის ღირსი, რომ ვინმემ თქვას სიტყვა ужас!!!

სულ არ მაინტერესებს ვის რა კარიერა აქვს, ან რა დარბაზში უკრავს – მაჩვენებელი მხოლოდ ნიჭი, სული, ბგერა, ფრაზა და სიყვარულია…

აზრის დაფიქსირება მოსულა, მაგრამ სიტყვებს უნდა დაუკვირდეთ!!!

მაგ გაგებით მეც უჟასი ვარ, ჯარეტიც, ჟაკ ლესუ და კიდე ბევრი. არა, ბატონებო ასე არაა… ეს საქმით დამტკიცდება!!!”