26 თებერვალი, 2020

ანდაზები დედაზე

ანდაზები დედაზეადამიანისთვის დედა ყველაზე ძვირფასია. სანამ დედა გვყავს, არაფრის გვეშინია, ამიტომ მოვუფრთხილდეთ მათ.

“არტინფო” გთავაზობთ ანდაზებს დედაზე:

დედის ლოცვა უფსკრულიდან ამოგიყვანსო.

დედაკაცი შვილების გაზრდით ფასდებაო.

კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.

ცუდი შვილი დედის გულის დარდიაო.

დედის მოთმინება ყველაფერს ითმენსო.

მუნჯის ენა დედამ იცისო.

დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო.

ჩიტს გაზაფხული ახარებს ჩვილ ბავშვს – დედაო.

ათი დეიდა ერთ დედას ვერ შეცვლისო.

დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლის შვილიო.

დედ-მამა შვილისთვისო, შვილი თავისთვისო.

დედაჩემის გამომცხვარი კვერი ახალციხეს თბილი ჩამყვაო.

დედის გამომცხვარი კვერი ტკბილიაო.

შვილმა რომ ხელისგულზე ერბო-კვერცხი შეიწვას, დედის ამაგს მაინც ვერ გადაიხდისო.