16 თებერვალი, 2020

ალექსანდრე ზაზარაშვილი კვლავ მსოფლიოს ეპიცენტრში

ალექსანდრე ზაზარაშვილი კვლავ მსოფლიოს ეპიცენტრშიუკრაინული “ვოისის” გამარჯვებული მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია.

Best of The Voice Kids-მა გამოაქვეყნა საუკეთესო 10 კონკურსანტის ვიდეო, რომლებმაც ყველაზე კარგად შეასრულეს ქალი პოპ ვარსკვლავების სიმღერები.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ კონკურსანტები ნიდერლანდებიდან, ფილიპინებიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ალბანეთიდან, ინდონეზიიდან. მათ ყველაზე კარგად იმღერეს რიანას, ბიონსეს, სელინ დიონის, უიტნი ჰიუსტონის, მერაია ქერის, ბრიტნი სპირსის, კრისტინა აგილერას, ბარბრა სტრეიზანდის, ლედი გაგას და კელი კლარკსონის სიმღერები.

ალექსანდრე ზაზარაშვილი რჩეულ ათეულში სელინ დიონის სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის მოხვდა.